სიახლეები
19 ოქტომბერს, საქართველოს უნივერსიტეტში UG Startup factory - სა და დასაქმების ხელშეწყობის სამსახურის ორგანიზებით ჩატარდა მასტერკლასი თემაზე: „ტექნოლოგიები თვითგანვითარებისა და დასაქმებისთვის“.
მასტერკლასზე მოწვეული იყო - ბანკი რესპუბლიკას ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი და ადამიანური ინსტიტუციური შესაძლებლობების განვითარების ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი ბ-ნ სერგო ნოზაძე.
სპიკერმა აუდიტორიას წარუდგინა რამდენიმე ვებ-საიტი, რომლის მეშვეობითაც უფრო მარტივად და სწრაფად არის განვითარება და საკუთარი თავის წარმოჩენა შესაძლებელი.
მასტერკლასზე ასევე განხილულ იქნა სხვადასხვა საშუალებები, რომელიც მარტივად აკავშირებს დამსაქმებელს სამსახურის მაძიებელთან.